ახალი სახელმძღვანელო-დემოკრატიის გაკვეთილები: ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია
1600-1877
2019 წელს უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა ახალი სახელმძღვანელო-დემოკრატიის გაკვეთილები: ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია. პროფესორ ელენე მეძმარიაშვილისა და ასისტენტ პროფესორ მიხელ ბარნოვის სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია 1600 წლიდან 1877 წლამდე. წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე, ამერიკის ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.

ამერიკის შესწავლის საკითხები (მე-7 ტომი)
თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა 2019 წელს გამოსცა სამეცნიერო კრებულის „ამერიკის შესწავლის საკითხების“ მე-7 ტომი.კრებულში გაერთიანებულია ქართველი და ამერიკელი ავტორების სტატიები, მიძღვნილი ამერიკისმცოდნეობის სხვადასხვა საკითხისადმი. კრებულის პრეზენტაცია გაიმართა 2019 წლის 15 მარტს 16:00 საათზე, თსუ პირველ კორპუსში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის - „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია გაიმართა
პროფესორ ვასილ კაჭარავას სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია 1877 წლიდან 2008 წლამდე. წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე, ამერიკის ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი
ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია
შესწავლის საკითხები
VI
2016
რედკოლეგია: ვასილ კაჭარავა (მთავარი რედაქტორი), შელი ფიშერ
ფიშკინი (მთავარი რედაქტორი ამერიკული მხრიდან),
ელენე მეძმარიაშვილი, ანასტასია ზაქარიაძე, მიხეილ
ბარნოვი.
დასკვნის ავტორი: ლევან ალექსიძე, აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ვიცე-რექტორი.
რეცენზენტები: ალექსანდრე რონდელი, საქართველოს სტრატეგიისა
და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის
დირექტორი, თემურ კობახიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი.
ამერიკის შესწავლის საკითხების კრებულის მეექვსე გამოცემა ხანგრძლივი
იძულებითი პაუზის შემდეგ გამოდის, რაც მრავალმა სუბიექტურმა
თუ ობიექტურმა მიზეზმა განაპირობა. მათი ჩამოთვლა, ალბათ,
ავტორსაც და მკითხველსაც დაღლის და კარგ ხასიათზე ვერ დააყენებს.
ამიტომ სამართლიანობის მოძიებისა და აღდგენის მაგივრად, სჯობს ისევ
მუშაობა განვაგრძოთ. მთავარია, რომ ეს პაუზა დასრულდა და, როგორც
ამბობენ, ყველაფერი კარგია, რაც კარგად სრულდება.
2008 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი კრებულის მეხუთე ნომერი გამოიცა,
როგორც ამერიკისმცოდნეობის ცენტრში, ისე მისი თანამშრომლების
ცხოვრებაშიც მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. ამერიკის შესწავლის
ცენტრმა ინსტიტუტის სტატუსი მიიღო, რაც სასიხარულო და
საამაყოა.
ამ წლების მანძილზე ინსტიტუტი აგრძელებდა ყოველწლიური საერ-
თაშორისო კონფერენციების ორგანიზებას. დღეისთვის უკვე 14 ასეთი
კონფერენცია ჩატარდა. გამომსვლელთა რაოდენობა ტრადიციულად 150-
დან 200-მდე მერყეობდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, მთავარი არა რაოდენობა,
არამედ ხარისხია, განსაკუთრებით მეცნიერებაში, რასაც, ვფიქრობთ, მივაღწიეთ.
ინსტიტუტის თანამშრომლები აგრძელებდნენ აქტიურ სამეცნიერო და
პედაგოგიურ საქმიანობას. ისინი იყვნენ ცალკეული ჟურნალისა და მონოგრაფიის
რედაქტორები და, რაც მთავარია, თავადაც გამოაქვეყნეს
მრავალი სტატია და საკუთარი ნაშრომები: 2008 წელს გამოვიდა პროფესორ
ელენე მეძმარიაშვილის ლექციათა კრებული ,,ევროპის ქვეყნებისა
და ამერიკის შეერთებული შტატების XX საუკუნის ისტორია", 2008 წელსვე
გამოიცა ჩემი მონოგრაფია ,,ამერიკა 1920-იან წლებში", ხოლო 2011
წელს _ მეორე მონოგრაფია ,,ამერიკა 1950-იან წლებში~. მართალია, პროფესორი
ანასტასია ზაქარიაძე ფორმალურად არ არის ინსტიტუტის წევრი,
მაგრამ ისე აქტიურადაა ჩართული მის საქმიანობაში, რომ არ შეიძლება,
არ აღვნიშნოთ 2009 წელს მის მიერ გამოცემული ლექციების კურსი
,,ნარკვევები ამერიკულ ფილოსოფიაში". ამ წიგნებს აქტიურად ვიყენებთ,
როგორც სახელმძღვანელოს, ან დამხმარე სახელმძღვანელოს
ჩვენს სასწავლო კურსებში, თუმცა მათ არც მკითხველთა ფართო წრის
ინტერესი აკლია.
ბუნებრივია, ჩვენი ინსტიტუტის წევრები მრავალ ადგილობრივ და
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაშიც მონაწილეობდნენ.
აღსანიშნია, რომ ინსტიტუტს შეემატა ახალი, ნიჭიერი და ღირსეული
თანამშრომელი, ასისტენტ-პროფესორი მიხეილ ბარნოვი. იგი ამერიკელ
ინდიელთა ისტორიის თემაზე მუშაობს და თავისი საქმიანობით ინსტიტუტს
ამერიკის შესწავლის ეს სფეროც – Native American Studies შეჰმატა.
დარწმუნებული ვარ, მალე იგი არა მარტო კარგი დისერტაციით, არამედ
კარგი მონოგრაფიებითაც გაგვახარებს.
განახლდა ინსტიტუტის კურიკულუმიც და სტუდენტებს რამდენიმე
ახალი კურსიც შევთავაზეთ, მათ შორის, ლათინური ამერიკის ქვეყნების
ისტორია, ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ისტორია, ქარ-
თულ-ამერიკული ურთიერთობის ისტორია, XX საუკუნის ლათინური ამერიკა,
ამერიკული პრაგმატიზმი, ალექსის დე ტოკვილის ,,ამერიკული დემოკრატია~,
ამერიკული ეკონომიკის საფუძვლები (ინგლისურ ენაზე), აშშის
სახელმწიფო მართვის სისტემა (ინგლისურ ენაზე), 1930-იანი და 1950-
იანი წლების ამერიკა აუთენტურ ენობრივ წყაროებში და სხვა.
ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის საელ-
ჩოსთან, რომელთანაც მას ტრადიციულად მეგობრული და, იმავდროულად,
საქმიანი ურთიერთობა აქვს. განსაკუთრებითY აღვნიშნავ საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის ბატონ მაიკლ
ტერნერისა და მისი შემცვლელის ქალბატონ ლოლა პეტროვას ღვაწლს.
ამ დიპლომატებმა უდიდესი პროფესიონალიზმი და ადამიანური სითბო
ჩააქსოვეს ამერიკისმცოდნეობის პროფესორებთან და სტუდენტებთან ურ-
თიერთობაში. ისინი არა ერთხელ გამოსულან ინსტიტუტის წევრთა წინა-
შე, ასევე მოახერხეს რამდენიმე ტელეკურსის ორგანიზება შეერთებული
შტატებიდან; ამასთან, ხშირად ეპატიჟებოდნენ ჩვენს სტუდენტებს საელ-
ჩოში; უნივერსიტეტში კი ამერიკული ხელოვნების რამდენიმე კონცერტი
მოაწყვეს და მრავალი სხვა.
ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში ინსტიტუტმა
თარგმნა, რედაქტირება გაუკეთა და გამოსაცემად მოამზადა
ამერიკელი ისტორიკოსების მიერ შექმნილი ამერიკის ისტორიის საკვან-
ძო დოკუმენტების კრებული Patriots History Reader. მანამდე, 1970-იან
წლებში, ახალი ისტორიის ქრესტომათიაში ამერიკის ისტორიის სულ
რამდენიმე და ისიც იდეოლოგიური თვალსაზრისით შერჩეული დოკუმენტი
იყო გამოქვეყნებული. ასე რომ, ეს პირველი მცდელობაა დემოკრატიულ
საზოგადოებაში შერჩეული ყოვლისმომცველი დოკუმენტების ნუსხა
წარედგინოს, როგორც ქართველ მეცნიერებს, სტუდენტებსა და პოლიტიკოსებს,
ასევე, საერთოდ, ამერიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პიროვნებას,
რათა ისინი გაეცნონ იმ ისტორიულ დოკუმენტებსა და მოვლენებს,
რომლებმაც ამ დიადი სახელმწიფოს შექმნა და განვითარება განაპირობა.
ასევე, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პირადად მე და ინსტიტუტის
პროფესორი ელენე მეძმარიაშვილი ვმუშაობთ ამერიკის ისტორიის ორტომიან
Eსახელმძღვანელოზე – ,,დემოკრატიის გაკვეთილები". საბჭოთა
პერიოდში გამოცემული ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის
სახელმძღვანელოები ნამდვილად დიდი მეცნიერების, ჩვენი მასწავლებლების
მიერ იყო დაწერილი, მაგრამ ისინიც იძულებულნი იყვნენ
იდეოლოგიური ჩარჩოებით შემოფარგლულიყვნენ. ახლა ეს საშიშორება
არ არსებობს და შანსი გვაქვს თანამედროვე საქართველოს საკადრისი
სახელმძღვანელო დავწეროთ, მით უმეტეს, რომ, როგორც ჩვენი ქართველი
კოლეგების, ისე ამერიკელი მეცნიერების, დახმარების იმედი გვაქვს.
ინსტიტუტი აგრძელებს თავის ე.წ. კლასგარეშე საქმიანობას. გრძელდება
ამერიკელი და ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შეხვედრები
ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებსა და პროფესორებთან. დიდი
მადლობა მათ, რომ უანგაროდ, ჩვენი უნივერსიტეტისა და ზოგჯერ კი
პირადად ჩვენი პროფესორების ხათრით, ძალიან საინტერესო ლექციებს
ატარებენ. ძალიან საინტერესო და სახალისო მოვლენაა აგრეთვე ინსტიტუტში
ამერიკული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება და
გარჩევა.
ჩვენი სტუდენტების ინიციატივითა და ინსტიტუტის აქტიური მხარდაჭერით
ჩატარდა ორი სტუდენტური კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში.
სასიხარულოა, რომ საინტერესო, ნიჭიერი და მოტივირებული ცვლა მოდის.
ინსტიტუტი ტრადიციულად აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში არსებულ ამერიკისმცოდნეობის
ცენტრებთან. გვიხარია და ვამაყობთ, რომ მათ შექმნასა და განვითარებაში
გარკვეული წვლილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორებსაც მიგვიძღვის.
გულისტკივილით ვიხსენებ ქუთაისის უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის
მიმართულების სულისჩამდგმელს, პროფესორ ვახტანგ ამაღლობელს.
ამ დიდებული ადამიანისა და სპეციალისტის გარდაცვალება დიდი
და შეუვსებელი დანაკლისია ქართველ ამერიკისმცოდნეთა დიდ და მეგობრულ
ოჯახში.
2013 წლის 15 ნოემბერს ინსტიტუტს საქართველოში ამერიკის შეერ-
თებული შტატების ელჩი ბატონი რიჩარდ ნორლანდი ეწვია. ხანმოკლე
ვიზიტის მიუხედავად, მან მოგვხიბლა თავისი უშუალობით, ინტელექტით
და საქმიანი წინადადებებით. ვიმედოვნებთ, საქართველოს საელჩო ამერიკაში
გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჩვენს ინსტიტუტთან, რაც
სხვა მნიშვნელოვან საქმიანობასთან ერთად, მისი უშუალო მოვალეობაა.
დაბოლოს, დავუბრუნდეთ ჩვენს კრებულს. რედკოლეგიამ საკმაოდ
საინტერესო სტატიები შეარჩია, რომლებიც ამერიკის ცხოვრების მრავალ
სფეროს ეხება. იმედია, ის სასარგებლო იქნება ქართველი მკითხველის-
თვის, განსაკუთრებით კი, სტუდენტებისთვის, რომლებისთვისაც ჩვენი
კრებულები ერთ-ერთი მთავარი ქართულენოვანი წყაროა ახალი პროფესიის
დაუფლებაში. აქვეა სტენფორდისა და რატგერსის უნივერსიტეტების
მეცნიერთა სტატიებიც, რომელთა გამოცემა ამჯერად ინგლისურ ენაზე
ვარჩიეთ. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ უნივერსიტეტების
პროფესორებთან შელი ფიშერ ფიშკინთან და მაიკლ როკლენდთან.
პროფესორი ფიშკინი როგორც წინა, ისე ამ კრებულის თანარედაქტორია
და კვლავ გვეხმარება ქართული ამერიკისმცოდნეობის განვითარებაში.
დიდ დახმარებას გვიწევს პროფესორი მაიკლ როკლენდიც, რომელიც
ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კონსულტანტია
და უკვე ორჯერ გვესტუმრა არა მარტო როგორც ჩვენი კონფერენციების
მთავარი მომხსენებელი, არამედ ქართველ პროფესორებთან
ერთობლივი მოკლე სალექციო კურსები ჩაატარა. ასეთივე ერთობლივი
სალექციო კურსები ჩაატარა ჩვენი მაგისტრანტებისთვის ამერიკელმა
ფულბრაიტელმა პროფესორმა ჯერემი ტაიგენმა. ასე რომ, დიდი მადლობა
ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ერ-
თხელ მაინც გვეწვია და თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა
ჩვენს სტუდენტებსა და პროფესორებს, ვინც აქტიურადაა ჩართული ამერიკისმცოდნეობის
ყოველწლიური კონფერენციების მუშაობაში და მონაწილეობას
იღებს ამ კრებულების შექმნაში.
მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, რომელთაც
შესაძლებელი გახადეს ამ დაგვიანებული კრებულის გამოცემა.
რადგან კრებული ორენოვანია, ამჯერად ინგლისურად დავასრულებ
Good luck dear journal # 6.
ვასილ კაჭარავა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო
ინსტიტუტის ხელმძღვანელი
რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა, სახელწოდებით „პატრიოტთა ისტორიის მასალები“. წიგნში თავმოყრილია ისტორიული დოკუმენტები ამერიკის შესახებ, მე-17 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, რომლებმაც, წიგნის ავტორთა თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იმ სახით ჩამოაყალიბა, როგორიც დღეს არის. წიგნი 2012 წელს გამოიცა შეერთებულ შტატებში, ქართულ ენაზე კი ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორთა ინიციატივითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს დახმარებით ითარგმნა.
ერის ფორმირება, ახალგაზრდა ქვეყნის მზარდი პრობლემები, მონობა, სამოქალაქო უფლებები და სამოქალაქო ომი, ადამიანის უფლებები და შიდასახელმწიფოებრივი საკითხები, ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყისი - 1620 წლის მეიფლაუერის შეთანხმებიდან მოყოლებული აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას 2009 წლის სიტყვით დამთავრებული - ეს იმ წიგნის ზოგადი შინაარსია, რომელიც პატრიოტთა ისტორიის მასალებს აერთიანებს და რომლის გარეკანზეც ვკითხულობთ: „ამ დოკუმენტებს ყველა ამერიკელი უნდა იცნობდეს“. წიგნი, რომელიც აშშ-ში 2012 წელს გამოიცა, შეიძლება ითქვას, ამერიკული ისტორიის ყველაზე წარმატებულ წიგნად იქცა. ყოველ შემთხვევაში, ასე წერენ წიგნის ავტორები ლერი შვაიკერი, დეივ დოქერტი და მაიკლ ალენი შესავალ სიტყვაში და განმარტავენ: „ეს არის საუკეთესო წიგნი, რომელიც შეერთებულ შტატებს კანონიერებასა და იუდეურ-ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნებულ თავისუფალ ქვეყნად წარმოაჩენს“.
წიგნი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ინიციატივით ითარგმნა და გამოიცა, ქრონოლოგიურად აერთიანებს იმ დოკუმენტებს, საკვანძო საკითხებსა და იდეებს, რომელთაც ამერიკის ისტორიის მსვლელობას მისცეს გეზი. თითქმის 700-გვერდიან წიგნში თავმოყრილია ის დოკუმენტური წყაროები, რომლებმაც, როგორც წიგნის ავტორები წერენ, თავის დროზე არა მარტო შეცვალეს საზოგადოება, არამედ მასზე ხანგრძლივად ზემოქმედებდნენ. აი, მაგალითად, 1776 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ჯორჯ ვაშინგტონის პირველი საინაუგურაციო მიმართვა, ემანსიპაციის პროკლამაცია, რომელსაც 1863 წელს ხელს აწერს ამერიკის პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნი, 1964 წლის აქტი სამოქალაქო უფლებების შესახებ - ეს იმ დოკუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ავტორებმა წიგნში მოაქციეს და რომლის ქართულ ენაზე გაცნობის საშუალებაც მისცეს დაინტერესებულ მკითხველს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. წიგნის სამეცნიერო რედაქტორი და ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასო კაჭარავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამა თუ იმ საკითხზე ყველაზე უტყუარი და ობიექტური ინფორმაციის მისაღებად პირველწყაროებს უნდა გაეცნო. ეს წიგნი კი, მისი თქმით, სანდო და საუკეთესო საშუალებაა, რათა ამერიკულ იდეალებსა და ღირებულებებს გაეცნოს მკითხველი:
ვასო კაჭარავა
„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ამერიკა არის ჩვენი მთავარი მოკავშირე. ჩვენ ვცდილობთ ბევრი რამე ვისწავლოთ ამ ქვეყნისგან და ამ სწავლის პერიოდში ხდება სხვადასხვა ინტერპრეტაცია - ზოგი ასე გამოხატავს ამერიკას, ზოგი ისე, ზოგს მოსწონს, ზოგს არა... ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წიგნი ძალიან სასარგებლო იქნება არა მარტო სტუდენტებისა და პროფესორებისათვის, არამედ, პირველ რიგში, პოლიტიკოსებისათვის, მათთვის, ვისაც შეუძლია, რომ წიგნის კითხვისთვის დრო დახარჯოს და ეს ნამდვილად სასარგებლო იქნება მათთვის, რადგან ჩვენს ბედს წყვეტენ და, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ არცთუ კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს. ეს წიგნი მათ პოლიტიკური კვალიფიკაციის ამაღლებაში ძალიან დაეხმარებათ“.
ამ წიგნში თავმოყრილ დოკუმენტთაგან ვასო კაჭარავასთვის რამდენიმე განსაკუთრებით საყურადღებოა - მათ შორის, დოკუმენტი, სახელწოდებით „მარბერი მედისონის წინააღმდეგ“. ეს დოკუმენტი 1803 წელსაა შექმნილი და ეხება წარმატებული ამერიკელი ბიზნესმენის უილიამ მარბერისა და აშშ-ის მეოთხე პრეზიდენტის ჯეიმს მედისონის საქმეს, რომელმაც დაამკვიდრა პრეცედენტი, რომ უზენაეს სასამართლოს შეუძლია კონგრესის აქტების განხილვა და, ვითარებიდან გამომდინარე, მათი არაკონსტიტუციურად და არაქმედითად მიჩნევა. კაცობრიობის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სუვერენულმა მთავრობამ უფლებამოსილება მისცა სასამართლოს არაკონსტიტუციურად გამოეცხადებინა საკანონმდებლო აქტი. ვასო კაჭარავა ქართულ სინამდვილესთან ავლებს პარალელს და იხსენებს რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მისი მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მან შეაჩერა კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს:
ამერიკის შესახებ ჩვენს სივრცეში ცნობები კონიუნქტურით შემოდიოდა და შემდგომ, როდესაც ეს საინფორმაციო სივრცე გაიხსნა, ინტერნეტი, ჰოლივუდი, განსაკუთრებით კინომ და მასკულტურამ ძალიან ბევრი, ზოგ შემთხვევაში სწორი, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში არასწორი სტერეოტიპი გაავრცელა ამერიკული საზოგადოების, მისი ღურებულებების შესახებ...
„სხვათა შორის, ამ ბოლო ხანებში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოც გამოცოცხლდა. მე დავიწყებულიც კი მქონდა, თუ არსებობდა ასეთი სტრუქტურა. და ძალიანაც კარგი, რომ გამოცოცხლდა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ მე მგონი, რომ ეს ქართული დემოკრატიისათვის ძალიან კარგია, რომ ეს სასამართლო ჩანს და ფიგურირებს. სინამდვილეში კი საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცოცხლება, როგორც ამ წიგნშიც ვკითხულობთ, 1803 წელს მოხდა. ჩვენ ახლა ვაცოცხლებთ და ეს კარგია“.
წიგნში იპოვის მკითხველი 1848 წელს გამოცემულ სენეკა ფოლსის გრძნობების დეკლარაციას, რომელიც ითვლება ამერიკელ ქალთა საარჩევნო უფლების მოძრაობის დასაწყისად, და ასევე 1965 წელს პრეზიდენტ კენედის საპრეზიდენტო განკარგულებას დასაქმების თანასწორი შესაძლებლობების შესახებ. მიხეილ ბარნოვი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს წიგნის იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპების რღვევას ამერიკის შესახებ, იმ სტერეოტიპების, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა წლებში გაჩენილმა ინფორმაციულმა ვაკუუმმა წარმოშვა:
„ამერიკის შესახებ ჩვენს სივრცეში ცნობები კონიუნქტურით შემოდიოდა და შემდგომ, როდესაც ეს საინფორმაციო სივრცე გაიხსნა, ინტერნეტი, ჰოლივუდი, განსაკუთრებით კინომ და მასკულტურამ ძალიან ბევრი, ზოგ შემთხვევაში სწორი, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში არასწორი სტერეოტიპი გაავრცელა ამერიკული საზოგადოების, მისი ღურებულებების შესახებ. მოხდა ამერიკის სტანდარტიზაცია, ნიველირება ამ ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიულ-კულუტურული თავისებურებების, უნიკალურობის. ყველაზე მეტად ეს სტერეოტიპები და მცდარი, ზედაპირული დამოკიდებულება ამ საზოგადოებისადმი, მისი კულტურისადმი შეიძლება გააქარწყლოს პირველწყაროებმა, სადაც ჩანს როგორ იწრიტებოდა ამ ადამიანების აზროვნება. და აქვე ყველაზე კარგად ჩანს, რაც ჩვენ გვაწუხებს ყველაზე მეტად: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება, ღირებულებები“.
ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენ, რომ სტუდენტებს ნელ-ნელა, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვუმუშავოთ წყაროებზე მუშაობის უნარი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ყოველთვის როდი ხერხდება...
ისტორიკოსი მერაბ კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან წიგნის როგორც მეცნიერულ, ისე შემეცნებით მნიშვნელობაზე საუბრობს. მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში გაჩნდა წიგნი, რომელიც სტუდენტებს მისცემს საშუალებას მშობლიურ ენაზე გაეცნონ იმ წყაროებსა და დოკუმენტებს, რომლებიც ამერიკის ისტორიას ქმნიდა და ქმნის. ის, როგორც ლექტორი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს სტუდენტებთან მუშაობა, ფიქრობს, რომ აქტიურად გამოიყენებს ამ წიგნს როგორც დამხმარე სახელმძღვანელოს:
„ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენ, რომ სტუდენტებს ნელ-ნელა, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვუმუშავოთ წყაროებზე მუშაობის უნარი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ყოველთვის როდი ხერხდება. რაც შეეხება მეცნიერულ თვალსაზრისს, ამ წიგნს ამ მიმართულებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის პირველი სერიოზული მცდელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის ქრესტომათიის შექმნისა“.
დარეჯან თვალთვაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დარწმუნებულია, რომ წიგნი „პატრიოტთა ისტორიის მასალები“ პოპულარობას მოიპოვებს იმ სტუდენტებში, რომლებიც ამერიკის ისტორიით არიან დაინტერესებულნი:
„ეს წიგნები, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სტუდენტებისათვის და ჩვენ უზრუნველვყობთ, რომ ეს ასეც იყოს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ამერიკის შემსწავლელ ცენტრში და ბუნებრივია წიგნები იმ ბიბლიოთეკაშიც იქნება. ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისათვის შესაძლოა ეს წიგნი ერთგვარ სამაგიდო წიგნადაც კი იქცეს, რადგან ყველა დოკუმენტი, რომელიც მათთვის საჭირო და აუცილებელია, აქ ერთადაა თავმოყრილი“.
„ეს არის ამერიკის ცხოვრების ზედმიწევნით ჩამოყალიბებული ანგარიში კონტინენტის აღმოჩენიდან დღემდე“, - ასე შეაფასა „უოლ სთრით ჯორნალმა“ წიგნი „პატრიოტთა ისტორიის მასალები“.
ინტერვიუ პროფესორ ვასილ კაჭარავასთან
ინტერვიუ პროფესორ ვასილ კაჭარავასთან
ჩაიწერა მარიამ ხატიაშვილმა*
5 მარტი, 2015
2015 წლის 5 მარტს მაგისტრატურის პროგრამით გათვალისწინებული ლექციის „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ჯორჯ ვაშინგტონიდან ბარაკ ობამამდე“ დაწყებამდე, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ გამონახა დრო საუბრისათვის. პროფესორი კაჭარავა არის სრული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკ