„ამერიკა გაცილებით მეტია, ვიდრე „თეთრი სახლი“ და ნატო“ – „ამერიკის შესწავლის საკითხების“ კრებულის მე-7 ტომის პრეზენტაცია

2019 წლის 15 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა კრებულის „ამერიკის შესწავლის საკითხების“ მე-7 ტომის პრეზენტაცია გამართა. კრებულში ამერიკისმცოდნეობის სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი ქართველი და ამერიკელი ავტორების სტატიებია გაერთიანებული. პრეზენტაციას წიგნის რედკოლეგია, ავტორები, რეცენზენტები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.  

ვასილ კაჭარავამ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელობს და ასევე კრებულის მთავარი რედაქტორია, ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროფესორმა აღნიშნა, რომ კრებულში ამერიკელი და ქართველი ავტორების სტატიები სხვადასხვა საკითხს ეხმაურება, როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, კულტურა და რაც მნიშვნელოვანია, მე-7 ტომში საკმაოდ ვრცლად არის საუბარი ამერიკის ჯანდაცვის საკითხებზე.

ვასილ კაჭარავამ მისი გამოსვლის ბოლოს, მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს, რომლის დახმარებითაც გამოიცა კრებულის პირველი ნომრები.

,,ამერიკის შესწავლის საკითხების“ მე-7 ტომის რეცენზენტი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თედო ჯაფარიძეა, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა და მან თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო – ,,მე მიყვარს ამერიკა, ვიცი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ის გაცილებით მეტია, ვიდრე „თეთრი სახლი“ და ,,ნატო’’ და ეს ქართველმა ხალხმა სწორად და ადეკვატურად უნდა გაიგოს.“

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ასევე ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კრებულები ქართველი და ამერიკელი ხალხისათვის. მათში ძალიან დიდი შრომა და ჯაფა დევს, რაც მომავალ თაობას უნდა გამოადგეს.

წიგნის პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოში საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ჯეფრი რენოც ესწრებოდა. მისი თქმით, ამერიკელებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს კრებულები, რადგან იქ ყველაფერი თავმოყრილი პოლიტიკაზე, ისტორიაზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე, ჯანდაცვაზე.

,,მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა კრებულების შექმნაში დასაწყისიდან დღემდე“, – აღნიშნა ჯეფრი რენომ.

პრეზენტაციის ბოლოს, წიგნის ერთ-ერთი რედაქტორი, ელენე მეძმარიაშვილი აუდიტორიის წინაშე წარდგა და შვიდივე კრებულზე ისაუბრა. რედაქტორის თქმით, ბოლო გამოცემა, წინა გამოცემებთან შედარებით, წინ გადადგმული ნაბიჯია.

,,სტატიების ხარისხი წლიდან წლამდე უმჯობესდება, ჩვენი მიზანი საქართველოში ამერიკის პოპულარიზაციაა“, – აღნიშნა ელენე მეძმარიაშვილმა.

კრებულში, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანამედროვე მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მიმდინარე პროცესებია . კრებულის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთად მრავალი სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაესწრო.

მედიაჰოლდინგი კვრია, წყარო: http://kvira.ge/455461?fbclid=IwAR1vJjU4Kf88_8nF-ktJHlt0E7r0zhuRt4c29Kz1u4xU8uMBEtNw3kxFZ4U 

თსუ-ში წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის და თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია გაიმართა თსუ-ში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

პროფესორ ვასილ კაჭარავას სახელმძღვანელოში „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია 1877 წლიდან 2008 წლამდე. წიგნი აშშ საელჩოს გრანტის ფარგლებში თსუ-ს მხარდაჭერით გამოიცა.

„სახელმძღვანელო მნიშვნელოვანია დღეს მიმდინარე იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობა, ესაა ქართველი საზოგადოებისთვის დასავლეთის ფასეულობების უკეთ ახსნა. სწორედ ამ რაკურსში უნდა დავინახოთ ამ სახელმძღვანელოს მნიშვნელობა, რომელიც არამარტო ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ ჩვენს საზოგადოებას აძლევს აშშ-ს შესახებ ფართო და ობიექტურ ინფორმაციას“,-განაცხადა ავტორმა.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე, ამერიკის ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე მეძმარიაშვილი, რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თედო ჯაფარიძე და მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ბარნოვი.

სახელმძღვანელო აერთიანებს შემდეგ თემებს: პოსტრეკონსტრუქციული ერა კვლავ გაერთიანებულ ამერიკაში; პროგრესივიზმის ერა; 1920-იანი წლები _ აყვავების ხანა; დიდი დეპრესია და „ახალი კურსი“; ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში; მეამბოხე 1960 წლები; ვიეტნამის სინდრომიდან სტაგფლაციის ფენომენამდე; რონალდ რეიგანის კონსერვატიული რევოლუცია და ამერიკის შეერთებული შტატები მონოპოლარული სამყაროს ლიდერი. წიგნში აგრეთვე გაეცნობით ამონარიდებს ამერიკის პრეზიდენტების საინაგურაციო გამოსვლებიდან. ის ქრონოლოგიურად მოგვითხრობს აშშ-ის იმ შიდა და გარე პოლიტიკური მოვლენების, მოძრაობების და აშშ-ის გამორჩეული პოლიტიკოსების მოღვაწეობის შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აშშ-ის პოლიტიკის ფორმირებასა და განვითარებაზე.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, გამოცემა მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. „მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ში სამივე საფეხურზე მიმდინარეობს ამერიკანისტიკის გაძლიერებული სწავლება,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა აშშ-ში.

„აშშ საელჩო მოხარულია, რომ თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ახალი წიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ეხება აშშ-ს დემოკრატიის გაკვეთილებს. წიგნი გამოიცა აშშ-ს საელჩოს მიერ წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქართველ მკითხველს აძლევს საშუალებას ქართულად გაეცნოს ამერიკულ სამეცნიერო ლიტერატურას,“ -განაცხადა საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

აშშ-ს საელჩოს მიერ წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში მალე გამოიცემა სახელმძღვანელოს მეორე ტომი „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (დასაბამიდან 1877 წლამდე)“, რომელიც პროფესორმა ელენე მეძმარიაშვილმა მოამზადა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველად, ქართველმა ავტორმა გამოსცა აშშ-ს დემოკრატიისა და ისტორიის შესახებ უნიკალური წიგნი. ეს ნაშრომი ქართველი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ამერიკანისტიკით დაინტერესებული ნებისმიერი ადამინისთვის, მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა გაეცნოს,როგორც ამერიკის პოლიტიკის ისტორიას, ისე დემოკრატიის იმ გაკვეთილებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მომავალი თაობისთვის, რომლებიც ამ სახელმძღვანელოთი ისწავლიან იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპული საკითხია“- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამერიკისმცოდნეობის პროგრამა თსუ-ში 1998 წლიდან ხორციელდება. ამ დროისთვის სწავლების სამივე საფეხურზე 200-მდე სტუდენტი სწავლობს. პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტულ საბაზისო ცოდნას ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით. სწავლება კონცენტრირდება სამი ძირითადი კლასტერის სახით: საზოგადოება, ისტორია, და პოლიტიკა, ლიტერaტურა და კულტურა, ენა და საზოგადოება, რაც გულისხმობს ისტორიის, პოლიტიკისა და დიპლომატიის, აშშ სახელმწიფო მართვის სისტემისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ქართულ–ამერიკული ურთიერთობების, ამერიკული ლიტერატურის, ფილოსოფიის, კულტურის ისტორიისა და ხელოვნების, ეკონომიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის და სხვ., ძირითადი პრობლემების დასმის, განხილვისა და გადაწყვეტის ზოგადი მეთოდების ცოდნას.

Newposts, წყარო:http://www.newposts.ge/?l=G&id=189528-თსუ,%20პრეზენტაცია

19 ოქტომბერი - არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში - ჯონ ფორტიერის ლექცია

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი

THURSDAY, OCTOBER 13, 2016

თსუ ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია
ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს 4:00 საათზე
გიწვევთ ლექციაზე:  არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში

მომხსენებელი: ბ-ნი ჯონ ფორტიერი ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და ჟურნალისტი

მისამართი: თსუ II კორპუსი, ოთახი #165; ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი

 თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის საბიბლიოთეკო ფონდისთვის წიგნების გადაცემა

26 სექტემბერს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ვასილ კაჭარავამ ამერიკისმცოდნეობის ბიბლიოთეკას თავისი პირადი კოლექციიდან საჩუქრად 17 წიგნი გადასცა, ეს წიგნები განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მკითხველებისთვის ვინც დაინტერესებულია ამერიკის ისტორიის1920-50 წლების პერიოდით; ძირითადად ესაა წყაროები, მონოგრაფიები და მემუარები. 

ჩაქვი-2016

2016 წლის 3-11 სექტემბერს ჩატარდა მედიკოსთა ტრადიციული მე-40 საიუბილეო საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია ,,ჩაქვი-2016, თანამედროვე კლინიკური მედიცინა-მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები“. ღონისძიების ფარგლებში 6 სექტემბერს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მე-10 სამეცნიერო კონფერენცია: ,,ამერიკის შეერთებული შტატები. ისტორია და დღევანდელობა“. სესიის თავმჯდომარე იყო პროფ. ვასილ კაჭარავა, ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი.
კონფერნციაზე მოხსენებები წარმოადგინეს: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე პაპიტაშვილმა-უმაღლესი სამედიცინო განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისტორიის დოქტორმა ვასილ კაჭარავამ-ბარაქ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, მედიცინისა და ეკონომიკის დოქტორმა მალხაზ კერესელიძემ და მედიცინის დოქტორმა ირმა ბერულავამ-მოსახლეობის სოციალური დაცვის ამერიკული მოდელი, ჯანდაცვის ორგანიზაციული თავისებურებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისტორიის დოქტორმა მიხეილ ბარნოვმა-გენერალი ჯონ ბელ ჰუდი და ქალაქ ატლანტის დაცვა ამერიკის სამოქალაქო ომის დროს.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2016 წლის 9-10-11ივლისს, 11.00 საათზე, თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტში (მე-2 კორპუსი, 165-ე ოთახი) ჩატარდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ესწრებოდნენ: კომისიის თავმჯდომარე-პროფესორი  ვასილ კაჭარავა, კომისიის წევრები: პროფესორი თემურ კობახიძე, ასოცირებული პროფესორი  ელენე მეძმარიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე, მოწვეული პროფესორი ქეთევან როსტიაშვილი.  კომისიის მდივანი, ასისტენტ პროფესორი  მიხეილ ბარნოვი. მკვლევარი კოტე ოთხმეზური, ბიბლიოთეკარი მანანა კანდელაკი.

საბაკალავრო ნაშრომების სათაურებთან და ხელმძღვანელებასთან დაკავშირებით სტუდენტებტან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ორშაბათს, 9 მარტს, 1 საათზე.

თსუ-ის მეორე კორპუსში, ოთახი 165, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი.

შეხვედრაზე განხილულ და დაზუსტებულ იქნა სტუდენთა საბაკალავრო თემების სათაურები.
  
სამშაბათი, 10 მარტი - 4.00 - სტეისი პირსალის საჯარო ლექცია

 თსუ ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი   და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია    
 სამშაბათს, 10 მარტს, 4 საათზე
 გიწვევთ:
 შეხვედრაზე სტეისი პირსალთან

 სტეისი პირსალი არის ცნობილი ამერიკელი სამხედრო ფოტოგრაფი. ის იყო საჰაერო ძალების ფოტოგრაფი, რომელმაც 500,000 - ზე მეტი ფოტო გადაიღო და 41 ქვეყანაში იმოგზაურა. ის ერთადერთი ფოტოგრაფი ქალია რომელიც ორჯერ გახდა წლის საუკეთესო სამხედრო ფოტო-კორესპონდენტი. მან მიიღო ე.წ. „ბრინჯაოს ვარსკვლავის“ ჯილდო. ამჟამად, სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი ფოტოგრაფი კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას ფრილანს ფოტოგრაფად, არის ავტორი, პედაგოგი, სამხედრო კონსულტანტი, საჯარო მომხსენებელი და პროექტ "ვეტერანთა პორტრეტის” დამფუძნებელი.
 მისამართი: თსუ II კორპუსი, ოთახი N165

2014 წლის 15-17 მაისი–ამერიკისმცოდნეობის XV საერთაშორისო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი 2014 წლის 15-17 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას: შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში კონფერენციის მიზანია:

• ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყანაში, ასევე. ზოგადად, რეგიონში;

• ქართულ–ამერიკული ურთიერთობების შესწავლა;
• ცოდნის გავრცელება ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესახებ;

• საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტინულირება;

• ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.

კონფერენციის მოხსენების თემატიკა, ტრადიციულად, ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ. განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ყველა სფეროში ამერიკა–საქართველოს ურთიერთობის საკითხებისადმი მიძღვნილ მოხსენებებს.

კონფერენციის გახსნა: 2014 წლის 15 მაისი, 11:00.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი. ი.ჭავჭავაძის გამზ. №1 

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (განაცხადის ფორმის /აპლიკაციის/ ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე http://www.tsu.edu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/UASyt7G_9nLZ9Tf/?p=1) და მოხსენების ანოტაცია კონფერენციის პროგრამა და მოხსენებათა ანოტაციების ელექტრონული ვერსიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის ვებგვერდზე (www.http://press.tsu.edu.ge) გამოქვეყნდება.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:geoamstud.conference@tsu.ge არაუგვიანეს 2014 წლის 15 აპრილისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს. 

მისამართი: ოთახი 165, თსუ, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, თბილისი, 0128, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3. ტელ.: 225-06-78 

სტუდენტთა მეორე ყოველწლიური ამერიკისმცოდნეობის რეგიონალური კონფერენცია ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრე ა/წ 26 აპრილს ატარებს სტუდენტთა მეორე ყოველწლიურ ამერიკისმცოდნეობის რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება აშშ-ში სამოქალაქო უფლებების აქტის მიღების 50-ე წლისთავს

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერი აკადემიური მიმართულების ბაკალავრიატის,მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

კონფერენციის მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკის ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, კულტურის, ხელოვნების, ეთნოლოგიის, სოციალურ, ქალთა და სხვა საკითხებს.

განსაკუთრებით მივესალმებით სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც ამერიკაში სამოქალაქო უფლებების ისტორიის საკითხებს ეხება.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე mariamikhat@yahoo.com ა/წ 15 აპრილის 22:00 საათამდე უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი მასალები მიმაგრებული ფაილის სახით (დანართი) :

• პირადი ინფრმაცია (სახელი, გვარი, სასწავლებლის, პროგრამის, კურსის დასახელება, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და მობილურის ნომერი)

• სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია დასკანერებული (მითითებული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელის აკადემიური სტატუსი, სასწავლებელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და მობილურის ნომერი)

• მოხსენებები სრული ტექსტისა (5-6 გვერდი, Font: Sylfaen, ზომა 12) და თეზისების სახით (ერთი გვერდი)

დაგვიანებით გადმოგზავნილი განაცხადები არ დაიშვება!

მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი 

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობისდამადასტურებელი სერთიფიკატი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: mariamikhat@yahoo.com