ამერიკისმცოდნეობის 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 

 

2020 წლის 28 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 2020 წლის კონფერენცია მიეძღვნა მეიფლაუერის ხელშეკრულების დადების მე-400 წლისთავს.

 

კონფერენციაში საქართველოსა და აშშ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, დოქტორანტები და მკვლევრები მონაწილეობდნენ (სულ 54 მომხსენებელი). კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავდა.

 

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით 2020 წლის კონფერენცია ტრადიციული ფორმატით ვერ ჩატარდა.

 

კონფერენციის პროგრამა შესაძლებელია იხილოთ აქ

 






ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია


2019 წლის 23 მაისს 11 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 107-ე აუდიტორიაში, თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა რომელიც ამერიკელი ასტრონავტების ნილ არმსტრონგის და ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადასხდომის 50 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოში აშშ ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფ რენო, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ამერიკისმცოდნეობის კონფერენციას ტრადიციულად მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიზანია, ამერიკისმცოდნეობის დისციპლინის ფარგლებში, მაქსიმალურად ფართო სპექტრის მოხსენებების თავმოყრა. თემატიკა, ტრადიციულად, ფართო იყო: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები, მეცნიერება და ტექნოლოგია და ა.შ საორგანიზაციო კომიტეტი ყოველთვის მიესალმება მრავალფეროვანი თემატიკის მოხსენებებს. კონფერენციის ფორმატი ტრადიციულად გულისხმობდა სხვადასხვა დარგობრივ სექციაში მუშაობასა და სადისკუსიო გარემოს შექმნას.
კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. კონფერენციაზე იმუშავა: ისტორიისა და პოლიტიკის, აშშ-საქართველოს ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის, ლიტერატურისა და ენის, კულტურის, სოციალური საკითხების და სამართლის, ლათინური ამერიკის, ფილოსოფიის, მედიის, მედიცინის, ეკონომიკის და არქიტექტურის სექციებმა. კონფერენციაზე 140-მდე მოხსენება იყო წარმოდგენილი.
ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური კონფერენცია 25 მაისს დასრულდა.

 

 კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ.

 


 

 





 

 

ამერიკისმცოდნეობის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შექმნის 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეები წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.
კონფერენცია საზეიმოდ გახსნა ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ. ვასილ კაჭარავამ ისაუბრა ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის უაღრესად ნაყოფიერ დინამიკაზე, სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შედეგებზე, საქართველოსთვის ამერიკის დახმარების მნიშვნელობასა და დემოკრატიის განვითარების შეერთებული შტატების გამოცდილების გაზიარებაზე. პროფესორმა კაჭარავამ ასევე მიმოიხილა თსუ ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის თითქმის ოცწლიანი ისტორია, რომლის ერთ-ერთუ ძირითადი მზიანი სწორედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გარღმავებაა.
ღონისძიების სტუმრებს თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი მიესალმა, მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ოცდახუთწლიან დიპლომატიურ ურთიერთობაზე, ასევე აკადემიური გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, ვფიქრობ, ეს ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას“-აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ყოველწლიური კონფერენციის გახსნაში. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას, ახალი ურთიერთობების წარმოქმნას. სწორედ ამგვარმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი ამ ბოლო 25 წლის მანძილზე ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებას“,- განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა.
კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავდა.
პლენარული სესიაზე შეერთებული შტატების კონსტიტუციის ევოლუციის შესახებ მოხსენება წაიკითხა საქართველოს საპატიო ვიცე კონსულმა, ილიას უნივერსიტეტის მიწვეულმა პროფესორმა, იურიდიული ფირმის “Hall Booth Smith”-ის უფროსმა პარტნიორმა სკოტ ჰენვუდმა.
დიდი მოწონება დაისმახურა ასევე 12 მაისს მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორის, ობამას ინსტიტუტის დირექტორის, ალფრედ ჰორნუნგის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ: „ბარაკ ობამა და მისი სიტყვა „მეტად მნიშვნელოვანი კავშირი“. ამავე დღეს გაიმართა დოკუმენტური ფილმის „საუკუნის მეოთხედი“ (რეჟ. ირაკლი მეზურნიშვილი) ჩვენება. ფილმში წარმოჩენილი იყო 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში ამერიკელი ელჩების გამოცდილება, შეფასებები და საინტერესოდ გაშუქდა 25 წლის განმავლობაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარება, შედეგები.
ასევე აღსანიშნავია ორი ამერიკელი პროფესორის მოხსენებები. ბილკენტის უნივერსიტეტის ამერიკული კულტურის და ლიტერატურის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ჯენიფერ რეინერმა წარმოადგინა მოხსენება: „ეთნიკური ავანგარდი, ეთნიკური ამერიკის ექსპერიმენტული ხმები“, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ემერიტუს პროფესორის ჯეიმს ლ. თორსონის მოხსენება კი შეეხებოდა ამერიკული ტრადიციას ინგლისური ფესვებით: ამერიკულ გოთური ლიტერატურას.
თსუ ასოცირებული პროფესორის ელენე მეძმარიაშვილის ინფორმაციით, კონფერენციაში ჩართული იყო ამერიკისმცოდნეობის ყველა მიმართულების სპეციალისტი, ამდენად, მოხსენებები მრავალფეროვანია. „ტრადიციულად, ჩვენი კონფერენცია მრავალრიცხოვანია, ხარისხიც საკმაოდ მაღალია, და რაც მთავარია, მიზნად ისახავს ამერიკისმცოდნეობის მიმართულების განვითარებას, ნაშრომების ხარისხის გაუმჯობესებას, კავშირს მეცნიერებს შორის და ცოდნის გაზიარებას“,-აღნიშნა ელენე მეძმარიაშვილმა.
„კონფერენციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის საკითხებით დაინტერესებული მკვლევრების, პროფესორების და სტუდენტების წახალისება. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მკვლევრისთვის და დოქტორანტისთვის, ამერიკის საკითხებით დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა“,-განაცხადა მარიამ ხატიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიიდან“, რომელზეც წარმოდგენილია ამერიკაში მცხოვრები ქართველების, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის (სამხედრო, საავიაციო, სამეცნიერო, ლიტერატურული, სახელოვნებო, სპორტული და სხვა) ამსახველი ფოტოდოკუმენტები, ბეჭდური და ხელნაწერი მასალები.

 

 

 

 

 

ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური, მე-18 საერთაშორისო კონფერენცია

2017 წლის 11-13 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ, მე-18 საერთაშორისო კონფერენციას.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გიწვევთ 2017 წლის ამერიკისმცოდენობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
19 წლის წინ, 1998 წელს გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, ამერიკისმცოდნეობის კონფერენციას ტრადიციულად მასპინძლობს თბილისი. კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც უკვე გაიმართა ამერიკისმცოდნეობის ჩვიდმეტი საერთაშორისო კონფერენცია.

2017 წლის ყოველწლიური კონფერენცია ეძღვნება ამერიკაში კონსტიტუციის მიღების 240-ე წლისთავს. თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის დისციპლინის ფარგლებში მაქსიმალურად ფართო სპექტრის მოხსენებების თავმოყრა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შესაძლებელია იყოს როგორც კონკრეტულ დისციპლინასთან - ამერიკისმცდნეობასთან დაავშირებული, აგრეთვე ინტერდისციპლინარული და მულტიდისციპლინარული მოცემულ საკითხთან მიმართებაში. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის თემაზე ორიენტირებული მოხსენებები სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება მრავალფეროვანი თემატიკის მოხსენებებს.

კონფერენციის ტრადიციული ფორმატი გულისხმობს სხვადასხვა დარგობრივ სექციებში მუშაობასა და სადისკუსიო გარემოს შექმნას.

ტრადიციისამებრ, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებების განსაზღვრულ რაოდენობას ბეჭდავს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი კვლავ აგრძელებს ამ ტრადიციას და კონფერენციის დასრულების შემდეგ სექციის ხელმძღვანელებს სთხოვს, ჟურნალში დასაბეჭდად რეკომენდაცია გაუწიონ მათს სექციებში წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და მოხსენების ანოტაცია.

კონფერენციაზე წარსადგენი მასალები, მათ შორის მოხსენების ანოტაცია და განაცხადის ფორმა, უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud.conference@tsu.ge არაუგვიანეს 2017 წლის პირველი აპრილისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 165, თსუ, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, თბილისი 0128, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ.: 225-06-78

 







ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 240-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მეჩვიდმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი 2016 წლის 19-21 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეჩვიდმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება

ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 240-ე წლისთავს

კონფერენციის მიზანია:

• ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესწავლა და ცოდნის გავრცელება
• ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესწავლა
• საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება
• ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.

კონფერენციის მოხსენებების თემატიკა, ტრადიციულად, ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.

კონფერენციის გახსნა: 2016 წლის 19 მაისი

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და მოხსენების ანოტაცია.


კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud.conference@tsu.ge არაუგვიანეს 2016 წლის 15 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მისამართზე: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/FD59bpbjlu8lAdIYh/?p=1


მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, II კორპუსი, ოთახი 165, თბილისი 0128, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3. ტელ.: 225-06-78

 

 

 ამერიკისმცოდნეობის მეთექვსმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

     14 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, გახსნა ამერიკისმცოდნეობის რიგით მე-16 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია.  კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ვასილ კაჭარავა, პროფესორი ელენე მეძმარიაშვილი, ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძრვანელი. კონფერენცია გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით  და მიეძღვნა ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულების 150-ე წლისთავს.    

      კონფერენციის გახსნას დაესწრნენ:  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქ-ნი დარეჯან თვალთვაძე, ამერიკელი დიპლომატები, აშშ-ის კულტურის ატაშე ჯეიმს დიუი,  თსუ პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები  და სტუდენტები.    

      პლენარულ  სესიაზე  მოხსენება   წაიკითხა   აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო სამსახურის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა ჯემალ ლევისმა-,,ბუფალოს ჯარისკაცები-სამოქალაქო ომის  დროს დაბადებული მემვკიდრეობა“.

      კონფერენცია მიმდინარეობდა 3 დღის განმავლობაში და 130-მა მონაწილემ წაიკითხა მოხსენებები როგორც კონფერენციის მთავარი თემის, ასევე ამერიკის ისტორიის, პოლიტიკის, განათლების, რელიგიის, ლიტერატურის, ხელოვნების, ფილოსოფიის, მედიის, სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ქალთა საკითხების შესახებ.    

       ტრადიციისამებრ კონფერენციის მიზანი იყო ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესწავლა და ცოდნის გავრცელება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შესწავლა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორების, სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება და ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.    

      კონფერენცია საზეიმოდ დაიხურა 16 მაისს, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტში. ღონისძიების შემაჯამებელ სხდომას დაესწრნენ თსუ, შავი ზღვის, გურამ თავართქილაძის სახელობის, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, სტუმრები, სტუდენტები.  კონფერენციის საორგანიზაციო პროცესის სამომავლო დახვეწის მიზნით ინსტიტუტის დირექტორმა და პროფესურამ განიხილეს სხვადასხვა ასპექტები, გამოთქვეს მოსაზრებები და კენჭი უყარეს სექციებში მუშაობის  პროცესის ორგანიზების საკითხს. განსახილველ საკითხთა შორის იყო: 
1. მომავალ მე-17 კონფერენციაზე შედარებით პატარა სექციების გაერთიანება დიდ სექციებად. უმრავლესობის აზრით ეს გადაწყვეტილება  დადებითად აისახება სექციაში მონაწილეთა და დამსწრეთა რაოდენობის გაზრდაზე. გამსხვილებულ სექციაში გამომსვლელთა ოპტიმალური რაოდენობად დასახელდა რვა მომხსენებელი. პროფესორთა აზრით, პირველი ოთხი გამომსვლელის შემდეგ გამოცხადდება 10 წუთიანი შესვენება რომლის შემდეგაც სექციის მუშაობა გაგრძელდება.
2.  შესაძლებელია მომავალ კონფერენციაზე სექციებში წარმოდგენილი მოხსენებების ავტორებს გადაეცეთ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც გამოცხადდებიან კონფერენციაზე და წარმოადგენენ  შესაბამის მოხსენებას.
3.   საორგანიზაციო კუთხით ერთ-ერთი პრობლემურ საკითხად რჩება კონფერნციაზე დარეგისტრირებული, პროგრამაში შეტანილი მომხსენებლების არ  გამოცხადება შესაბამის სექციაზე. საორგანიზაციო საბჭომ,  პროფესორებთან ერთად იმსჯელა ამ საკითხზე და სამომავლოდ აღნიშნული პრობლემის პრვენციისა და აღმოსაფხვრელად მონიტორინგის გეგმა შეიმუშავა. მონიტორინგის მეშვეობით გამოვლინდება კონფერენციაზე არ გამოცხადებული მომხსენებლები და ყველა გამოვლენილ ინდივიდუალურ შემთხვევაში დადგინდება რამდენდად სისტემატიურ ხასიათს ატარებს ეს პროცესი (შემოწმდება წინა კონფერნციებში დარეგისტრირებული მომხსნებელბის სია და შედარდება სექციის მუშაობაში ფაქტობრივად მონაწილე მომხსენებლების სიას).

 უახლოეს მომავალში შეიქმნება კრებულის- ამერიკის შესწავლის საკითხები სარედაქციო კოლეგია, რომელიც შეაერჩევს კონფერენციაზე გამოტანილ საუკეთესო ნაშრომებს დასაბეჭდად.

კონფერენციის საზეიმო დახურვისას პროფესურამ და ორგანიზატორებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი  და მადლობა გადაუხადეს ამეირკისმცოდნეობის ბაკალავრიატის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს.   მაგისტრანტ მარიამ ხატიაშვილის ხელმძღვანელობით მოხალისე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფმა აქტიურად იმუშავა და ჩართული იყო კონფერენციისთვის საჭირო სხვადასხვა  საორგანიზაციო საქმის მოგვარებაში, მათ შორის: მონაწილეთა რეგისტრაცია, სექციებში მუშაობის მონიტორინგი.

დახურვის ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლის X კლასის მოწაფეებმა: ლალო სულაბერიძემ და  ნინო ჩხეტიანმა.

 

 

იხილეთ ფოტო გალერეა

იხილეთ პროგრამა

 

2015 წლის ამეირკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი 2014 წლის 15-17 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას:
       შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში
     
კონფერენციის მიზანია: 
    
•    ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყანაში, ასევე, ზოგადად, რეგიონში
•    ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესწავლა
•    ცოდნის გავრცელება ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესახებ
•    საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება
•    ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან. 

კონფერენციის მოხსენებების თემატიკა, ტრადიციულად, ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ. 
განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ყველა სფეროში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებისადმი მიძღვნილ მოხსენებებს.

კონფერენციის გახსნა: 2014 წლის 15 მაისი, 11:00. 
მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, 

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და მოხსენების ანოტაცია.
კონფერენციის პროგრამა და მოხსენებათა ანოტაციების ელექტრონული ვერსიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის ვებგვერდზე (www.http://press.tsu.edu.ge) გამოქვეყნდება.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud.conference@tsu.ge არაუგვიანეს 2014 წლის 15 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს. 

მისამართი: ოთახი 165, თსუ, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  თბილისი 0128, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3. ტელ.: 225-06-78