ამერიკის შესწავლის ცენტრის შესახებ


1994 წელს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრასთან, საზოგადოებრივ საწყისებზე, დაარსდა ამერიკანისტიკის ლაბორატორია, რომელიც 2001 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ამერიკის შესწავლის ცენტრი. ჩვენი ცენტრის წევრები არიან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები, ასპირანტები და სტუდენტები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრების სხვადასხვა სფეროს კვლევითა და შესწავლით არიან დაინტერესებულები.


ცენტრის ძირითადი მიზნებია:

·   ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, რელიგიის და ამ სახელმწიფოს ფუნქციონირების მრავალი სხვა სფეროს შესწავლა პროფესიონალურ დონეზე და ამ ცოდნის პოპულარიზაცია საქართველოს საზოგადოების ფართო ფენებში;

·   ამერიკის შესწავლის საკითხების სფეროში პროფესიული ტრეინინგების მოწყობა;

·   მეცნიერების, პედაგოგების, პოლიტოლოგების, კულტურის მოღვაწეთა, სტუდენტების და სხვადასხვა დარგის პროფესიონალი მუშაკებისა და მოყვარულების გაერთიანება ამერიკის შესწავლის სფეროში მათი საქმიანობის კოორდინაციისა და პროფესიონალური დონის ამაღლების მიზნით. მათი საქმიანობისა და ნაშრომების პოპულარიზაცია და  მათი გამოცემის ხელშეწყობა;

·   ხელი შეუწყოს საქართველოში ამერიკის შესწავლის საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდას;

·   ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიისა და თანამედროვე ცხოვრების მაგალითზე, ხელი შეეწყოს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებასა და განვითარებას;

·   კონტაქტების გაღრმავება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.

 

 

ცენტრის მისამართი: 1, ი.ჭავჭავაძის პრ., თსუ, I კორპუსი, ოთახი 231, თბილისი, 0128

ტელეფონი/ფაქსი:  23 26 88