ამერიკისმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი: პროფ. ვასილ კაჭარავა
სწავლული მდივანი: ასისტ. პროფ. მიხეილ ბარნოვი
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თსუ II კორპუსი, ოთახი N 165, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3
ტელეფონი: 2232688; 2250678
ელფოსტა:
vasil.katcharava@tsu.ge
mikheilbarnovi@gmail.com
1. ვასილ კაჭარავა – პროფესორი
2. თემურ კობახიძე – პროფესორი
3. ელენე მეძმარიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
4. მიხეილ ბარნოვი – ასისტენტ პროფესორი
ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია:
აწყობს ამერიკის შესწავლის საკითხებისადმი მიზღვნილ ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. 1999 წლიდან, ხუთი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. 2002 წლის კონფერენციის მასალები, ამერიკის შესწავლის ცენტრის ინიციატივით, დაიბეჭდა კრებულში "ამერიკის შესწავლის საკითხები", პირველი გამოცემა. კრებულის მომდევნო გამოცემებში ყოველწლიურად გამოქვეყნდება კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომები. 2003 წელს გამოვიდა კრებულის მეორე გამოცემა; 2005 წელს გამოვიდა კრებულის მესამე გამოცემა
თანამშრომლობს მრავალ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან საქართველოში და საზღვარგარეთ;
გეგმავს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის ამერიკის ისტორიის სპეციალური სახელმზღვანელოს გამოცემას;
ამუშავებს სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის ამერიკანისტიკაში სპეციალურ კურსებსა და სწავლების მეთოდებს;
ხელს უწყობს პროფესორების, მეცნიერების, სტუდენტებისა და მაგისტრანტების გაცვლითი პროგრამების განვითარებას;
აწყობს ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემებს საუბრები ამერიკაზე და აპირებს მომავალში ამ პროექტის განვრცობას;
აწყობს ტრეინინგებსა და სემინარებს ამერიკის შესწავლის საკითხებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის საქართველოს მასშტაბით.